საერთაშორისო სიახლეები
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლის მარიკა ზვიადაძის ადმინისტრაციული მობილობა ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში
2024 წლის 17-24 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მარიკა ზვიადაძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Polytechnic University of Timisoara - UPT) (ტიმიშოარა, რუმინეთი), სადაც მან მონაწილეობა მიიღო პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ თანამშრომელთა მე-2 საერთაშორისო კვირეულში - “სინერგია აკადემიაში: კავშირების დამყარება, კულტურათაშორისი ურთიერთობის მდგრადობის ხელშეწყობა“. იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში
ჩანდიგარის კოლეჯების ჯგუფი – საერთაშორისო სწავლების დახელოვნების პროგრამა 2025 (ITEP 2025)
2025 წლის 23-28 ივნისს ჩანდიგარის კოლეჯების ჯგუფი (CHANDIGARH GROUP OF COLLEGES JHANJERI) (მოჰალი, ინდოეთი) ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო სწავლების დახელოვნების პროგრამას 2025 (INTERNATIONAL TEACHING EXCELLENCE PROGRAM - ITEP 2025).
ეკონომიკის, ფინანსებისა და ბიზნესის პირველი სამიტი: ციფრული ტრანსფორმაცია და მდგრადი განვითარება
2025 წლის 29-30 აპრილს სტამბოლის ატლასის უნივერსიტეტის (Istanbul Atlas University) (სტამბოლი, თურქეთი) უმასპინლებს ეკონომიკის, ფინანსებისა და ბიზნესის პირველ სამიტს: ციფრული ტრანსფორმაცია და მდგრადი განვითარება.
კორუნიის უნივერსიტეტი – საერთაშორისო საზაფხულო სკოლის კურსები პროფესორ-მასწავლებლებისთვის 2025
2025 წლის 13-26 ივლისს კორუნიის უნივერსიტეტი (Universidade da Coruña) (ლა-კორუნია, ესპანეთი) ქართველ პროფესორ-მასწავლებლებს იწვევს საზაფხულო სკოლის კურსებზე.
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ნინო გიორგობიანის ადმინისტრაციული მობილობა პალერმოს უნივერსიტეტში
2024 წლის 19-23 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის აკადემიური დატვირთვებისა და საბაკალავრო პროგრამების განყოფილების უფროსი ნინო გიორგობიანი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდა პალერმოს უნივერსიტეტში (University of Palermo - UNIPA) (პალერმო, იტალია). იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა – გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსებისთვის, სადაც სააპლიკაციო საბუთების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 6 დეკემბერი და 11 დეკემბერია, აპლიკანტების გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 12 დეკემბერს, 15:00 სთ.