საერთაშორისო სიახლეები
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)
სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი (Sivas Cumhuriyet University) (სივასი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლის მარიკა ზვიადაძის ადმინისტრაციული მობილობა ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში
2024 წლის 17-24 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მარიკა ზვიადაძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Polytechnic University of Timisoara - UPT) (ტიმიშოარა, რუმინეთი), სადაც მან მონაწილეობა მიიღო პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ თანამშრომელთა მე-2 საერთაშორისო კვირეულში - “სინერგია აკადემიაში: კავშირების დამყარება, კულტურათაშორისი ურთიერთობის მდგრადობის ხელშეწყობა“. იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში
ჩანდიგარის კოლეჯების ჯგუფი – საერთაშორისო სწავლების დახელოვნების პროგრამა 2025 (ITEP 2025)
2025 წლის 23-28 ივნისს ჩანდიგარის კოლეჯების ჯგუფი (CHANDIGARH GROUP OF COLLEGES JHANJERI) (მოჰალი, ინდოეთი) ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო სწავლების დახელოვნების პროგრამას 2025 (INTERNATIONAL TEACHING EXCELLENCE PROGRAM - ITEP 2025).
მაზარიკის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამები – 2025-26 აკადემიური წელი
მაზარიკის უნივერსიტეტის (Masaryk University) (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა) ეკონომიკისა და ადმინისტრირების ფაკულტეტი აცხადებს სამაგისტრო პროგრამებზე მიღებას 2025 წლის სექტემბრისათვის, შემდეგი მიმართულებებით:
ეკონომიკის, ფინანსებისა და ბიზნესის პირველი სამიტი: ციფრული ტრანსფორმაცია და მდგრადი განვითარება
2025 წლის 29-30 აპრილს სტამბოლის ატლასის უნივერსიტეტის (Istanbul Atlas University) (სტამბოლი, თურქეთი) უმასპინლებს ეკონომიკის, ფინანსებისა და ბიზნესის პირველ სამიტს: ციფრული ტრანსფორმაცია და მდგრადი განვითარება.
ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტი – XIV საერთაშორისო კონფერენცია “სოფლის მეურნეობა სიცოცხლისთვის, სიცოცხლე სოფლის მეურნეობისთვის”
2025 წლის 5-7 ივნისს ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტში (University of Agronomic Sciences and Veterinary Medicine of Bucharest – USAMV) (ბუქარესტი, რუმინეთი) ტარდება მე-14 საერთაშორისო კონფერენცია "სოფლის მეურნეობა სიცოცხლისთვის, სიცოცხლე სოფლის მეურნეობისთვის".