რექტორმა ღვაწლმოსილ მკვლევრებს უნივერსიტეტის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომი გადასცა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ღვაწლმოსილ მეცნიერ-მკვლევრებსა და პროფესორებს სტუ-ის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომი გადასცა.

უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და მეცნიერებაში შეტანილი სოლიდური წვლილისთვის სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლებს, პროფესორებს – ცისანა ბასილაშვილსა და ელიზბარ ელიზბარაშვილს, ასევე, სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევარსა და პედაგოგს – პროფესორ შოთა მესტვირიშვილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედლები, ხოლო ინსტიტუტის „ტალღა“ მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, აკადემიური საბჭოს წევრს – პროფესორ კახა გორგაძეს სტუ-ის საპატიო დიპლომი აკადემიური საბჭოს სხდომაზე გადაეცათ.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ ფაქტს, რომ დაჯილდოებული მეცნიერ-მკვლევრები ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული ერთგულებით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ემსახურებიან უნივერსიტეტს, თავიანთ ინსტიტუტებსა და ფაკულტეტს. რექტორის განცხადებით, მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო წარმატებასა და ღირსეული თაობების აღზარდაში.

„ვფიქრობ, განსაკუთრებული პატივია იმ მეცნიერ-მკვლევართა და პედაგოგთა ღვაწლის დაფასება, რომლებიც პროფესიონალიზმით, უდიდესი პასუხისმგებლობით, მრავალწლიანი ერთგულებით მნიშვნელოვანი კვალს ტოვებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ქართული მეცნიერების განვითარებაში.

ჩვენს საყვარელ კოლეგებს, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლებს, პროფესორებს – ცისანა ბასილაშვილს და ელიზბარ ელიზბარაშვილს, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორს შოთა მესტვირიშვილს ვულოცავ უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოებას, ასევე, საპატიო დიპლომის მიღებას ვულოცავ ინსტიტუტ “ტალღის” მთავარ მეცნიერ-თანამშრომელსა და აკადემიური საბჭოს წევრს, პროფესორ კახა გორგაძეს. ეს საპატიო ჯილდოები მათი მრავალწლიანი შრომის, სამეცნიერო მიღწევებისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილის აღიარება.

მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს უნივერსიტეტისადმი ერთგულებისთვის, აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისა და იმ ღირებულებების განმტკიცებისთვის, რაც ასე ძვირფასია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. დარწმუნებული ვარ, მათი გამოცდილება და კვლევითი ავტორიტეტი მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უნივერსიტეტისა და ქვეყნის სამეცნიერო განვითარებაში.

საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ღვაწლმოსილ კოლეგებს ამ აღიარებას, ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ახალ სამეცნიერო წარმატებებსა და ნაყოფიერ საქმიანობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართული მეცნიერების საკეთილდღეოდ“. – აკადემიკოსი დავით გურგენიძე

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ოქროს მედალი“ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და მეცნიერებაში შეტანილი სოლიდური წვლილისთვის გადაეცემათ. სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საპატიო ჯილდო 2022 წელს, უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა.


სიახლეებში დაბრუნება


მსგავსი

Placeholder
Uncategorized

სტუ-ის დოქტორანტი – „უნივერსიტეტი სტუდენტებს ცოდნას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას აძლევს”

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა საფუძვლიანი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობა. სტუდენტობის წლებში მონაწილეობა მივიღე არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში, გამოვაქვეყნე სამეცნიერო ნაშრომები და ჩავერთე სხვადასხვა კვლევით პროექტში. უნივერსიტეტმა ხელი შემიწყო პროფესიული და პიროვნული განვითარების გზაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ და სამეცნიერო განვითარებაში. დღეს, როგორც […]

Placeholder
Uncategorized

„ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“ – სტუდენტთა IX საერთაშორისო კონფერენცია

14-15 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება სტუდენტთა IX საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“. კონფერენცია ეძღვნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. 14 ივლისი დაეთმობა ბაკალავრების გამოსვლას, სადაც მათ უნდა წარმოადგინონ მოხსენებები დარგში არსებული სიახლეების შესახებ. 15 ივლისს კი, მაგისტრები და დოქტორანტები, მათ სტატიებში სავალდებულოა ასახული იყოს კვლევის საკითხები, რაზედაც ისინი მუშაობენ. […]

Placeholder
Uncategorized

სტუ-ში გარემოს ინჟინერიის თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი – „გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა” გაიხსნა, რომელშიც ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 100-მდე მეცნიერი და ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობს. სამდღიანი საერთაშორისო სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Bialystok University of Technology, პოლონეთი), ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (University of Life Sciences in Lublin – ULSL, პოლონეთი), სომხეთის […]

Placeholder
Uncategorized

სტუ-ის სტუდენტები თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ

„უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით ფასეულია ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული სტუდენტების მხარდაჭერა, მათი მოტივაციის გაძლიერება, მათი შემეცნების სურვილისა და პროფესიონალიზმისკენ სწრაფვის ხელშეწყობა. ეს ამხნევებს სხვა ახალგაზრდებსაც და აძლევს რწმენას, რომ მათი შრომაც აუცილებლად დაფასდება. მსგავსი მიდგომა კი საქართველოს მდგრადი მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის საიუბილეო ღონისძიებაზე […]

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?