Hacked by CoupDeGrace
Hacked by CoupDeGrace Greetz: Hmei7, BrokenPipe, SimSimi, L4663r666h05t, AntonKil, d3b~x, Index Php, Mdn_Newbie, Sultan Haikal, Brian Kamikaze
Hacked by CoupDeGrace Greetz: Hmei7, BrokenPipe, SimSimi, L4663r666h05t, AntonKil, d3b~x, Index Php, Mdn_Newbie, Sultan Haikal, Brian Kamikaze
Hacked by CoupDeGrace Greetz: Hmei7, BrokenPipe, SimSimi, L4663r666h05t, AntonKil, d3b~x, Index Php, Mdn_Newbie, Sultan Haikal, Brian Kamikaze
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა საფუძვლიანი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობა. სტუდენტობის წლებში მონაწილეობა მივიღე არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში, გამოვაქვეყნე სამეცნიერო ნაშრომები და ჩავერთე სხვადასხვა კვლევით პროექტში. უნივერსიტეტმა ხელი შემიწყო პროფესიული და პიროვნული განვითარების გზაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ და სამეცნიერო განვითარებაში. დღეს, როგორც […]
14-15 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება სტუდენტთა IX საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“. კონფერენცია ეძღვნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. 14 ივლისი დაეთმობა ბაკალავრების გამოსვლას, სადაც მათ უნდა წარმოადგინონ მოხსენებები დარგში არსებული სიახლეების შესახებ. 15 ივლისს კი, მაგისტრები და დოქტორანტები, მათ სტატიებში სავალდებულოა ასახული იყოს კვლევის საკითხები, რაზედაც ისინი მუშაობენ. […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი – „გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა” გაიხსნა, რომელშიც ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 100-მდე მეცნიერი და ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობს. სამდღიანი საერთაშორისო სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Bialystok University of Technology, პოლონეთი), ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (University of Life Sciences in Lublin – ULSL, პოლონეთი), სომხეთის […]
„უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით ფასეულია ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული სტუდენტების მხარდაჭერა, მათი მოტივაციის გაძლიერება, მათი შემეცნების სურვილისა და პროფესიონალიზმისკენ სწრაფვის ხელშეწყობა. ეს ამხნევებს სხვა ახალგაზრდებსაც და აძლევს რწმენას, რომ მათი შრომაც აუცილებლად დაფასდება. მსგავსი მიდგომა კი საქართველოს მდგრადი მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის საიუბილეო ღონისძიებაზე […]
18-22 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარს „გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა“ უმასპინძლებს. სემინარი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბელოსტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, თურქეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტს, ლუბლინის სიცოცხლის მეცნიერებათა შემსწავლელ უნივერსიტეტს და სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ტარდება. სემინარის მიმართულებებია: გარემოსდაცვითი ინჟინერია; წყლის რესურსები; მშენებლობა; ეკოურბანისტიკა. […]
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველწლიურად აღვნიშნავთ წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღეს. ეს არის თარიღი, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც გარემოსდაცვითი, ასევე, კაცობრიობის მდგრადი განვითარების მიმართულებით. წყალი არის სიცოცხლის საფუძველი, ცივილიზაციის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა და სტრატეგიული რესურსი, რომლის მართვაც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. კლიმატის ცვლილება, ურბანიზაციის ზრდა, წყლის რესურსების არარაციონალური გამოყენება და დაბინძურება ის […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების აღზრდაში შეტანილი სოლიდური წვლილისთვის უნივერსიტეტის ხუთ პროფესორს სტუ-ის ოქროს მედლები და ჯილდოს დამატასტურებელი სიგელები გადასცა. გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გამართული აკადემიური საბჭოს სხდომაზე რექტორმა ოქროს მედლები სამშენებლო ფაკულტეტის ოთხ პროფესორს – გელა ყიფიანს, შახ ბაქანიძეს, ტარიელ […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, PTB-ის (გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური ინსტიტუტი) პროექტის ფარგლებში, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, ასევე, პროფესიული და პრაქტიკული მნიშვნელობის სამეტაპიანი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება მოიცავდა – PTB-ის მიერ გამოცემული წიგნის – „ხარისხის გლობალური გამოწვევის გადაჭრის გზა – ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა“ პრეზენტაციას, ასევე, 4-9 მაისს გერმანიაში გამართულ სასწავლო ვიზიტის – „თანამშრომლობა აკადემიურ წრეებსა და კერძო სექტორს შორის – გზა ინოვაციისკენ“ […]