წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ფორუმი სტუ-ში
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველწლიურად აღვნიშნავთ წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღეს. ეს არის თარიღი, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც გარემოსდაცვითი, ასევე, კაცობრიობის მდგრადი განვითარების მიმართულებით. წყალი არის სიცოცხლის საფუძველი, ცივილიზაციის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა და სტრატეგიული რესურსი, რომლის მართვაც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. კლიმატის ცვლილება, ურბანიზაციის ზრდა, წყლის რესურსების არარაციონალური გამოყენება და დაბინძურება ის პრობლემებია, რომლებიც გვაიძულებს, კიდევ უფრო ღრმად და პასუხისმგებლობით მივუდგეთ წყლის მართვის საკითხებს. თანამედროვე მსოფლიო სწრაფად იცვლება და ამ ცვლილებებთან ადაპტაცია შეუძლებელია ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩართულობის გარეშე. სწორედ სტუდენტები წარმოადგენენ იმ ინტელექტუალურ და ინოვაციურ ძალას, რომელსაც შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოსთვის ახალი ხედვების, მიდგომებისა და ტექნოლოგიების შეთავაზება. მივესალმები წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ფორუმს, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს და წარმატებას ვუსურვებ ღონისძიების მონაწილეებს“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ სპეციალურ მიმართვაში აღნიშნა.
წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ მეხუთე ფორუმს ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები, მეცნიერები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია; გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ბექა ბარბაქაძე; კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (gwp) ინტეგრირებული მართვის სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო სულხანიშვილი; შპს „ენგურჰესის“ ტექნიკური დირექტორი პაატა ცინცაძე, წყალმომარაგების, ენერგეტიკის და ჰიდროინჟინერიის სფეროების სპეციალისტები, ექსპერტები, სექტორებში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები.
ღონისძიება, რომელიც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტისა და ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა გახსნა.
როგორც პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, ფორუმზე წყლის ინჟინერიის სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის სამეცნიერო-ტექნოლოგიური გზები განიხილება, სადაც საკუთარ ხედვებს ერთმანეთს უზიარებენ მეცნიერები, პრაქტიკოსები და ახალგაზრდა თაობა. მისივე თქმით, საქართველოში 730-ზე მეტი სახეობის მინერალური წყალი მოიპოვება, ქვეყანაში 26 060 მდინარე, 860-მდე ტბა, 786 მყინვარი, 44 წყალსაცავი და 8 ჩანჩქერია.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენს მეცნიერებთან ერთად სტუდენტების როლი წყლის ინჟინერიის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის სამეცნიერო გზების ძიების პროცესში. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტთა კვლევით საქმიანობაში ჩართვას. სასწავლო პროცესთან ერთად, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო პროექტებში, იმუშაონ თანამედროვე ლაბორატორიებში და ითანამშრომლონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ექსპერტებთან. ეს გამოცდილება მათ პროფესიულ ცოდნას უღრმავებს. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები არ შემოიფარგლონ მხოლოდ თეორიული ცოდნით. წყლის რესურსების მართვა მოითხოვს კომპლექსურ, ინტერდისციპლინურ ხედვას, სადაც ინჟინერია, ეკოლოგია, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სწორედ ამ მრავალმხრივი ცოდნის შერწყმა ქმნის საფუძველს მდგრადი და ეფექტიანი გადაწყვეტილებებისთვის“, – განაცხადა ზურაბ გუდავაძემ.
ფორუმზე მკვლევრებმა და სპეციალისტებმა განიხილეს თემები, რომლებიც ეხმიანება ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებს: ფერადი მეტალურგიის ჩამდინარე წყლების მძიმე მეტალებისგან გაწმენდის ინოვაციური ტექნოლოგიები – მდგრადი განვითარების პერსპექტივები; წყლისმიერი ეროზიული პროცესების პროგნოზირებისათვის ნიადაგ-გრუნტის ძირითადი მახასიათებლების დადგენა; წყალსაცავში ღვარცოფული ტალღების პროგნოზირებისა და კაშხლის გადავსების რისკების შეფასებისთვის მიახლოებითი ანალიტიკური დამოკიდებულებები; წყალმომარაგების ექსპლუატაციის თანამედროვე გამოწვევები – მიწისქვეშა წყლების დაცვა დაბინძურებისა და დაშრეტისაგან. შავი ზღვისა და მასში ჩამავალი მდინარეების თანამედროვე ხარისხის შეფასება; საქართველოს მინერალური წყლების რესურსული პოტენციალი და მათი რაციონალური გამოყენება; საქართველოს წყლის რესურსების ენერგეტიკული ათვისების პრიორიტეტები; წყლის რესურსების დაცვა და სასმელი წყლის გაწმენდის თანამედროვე ტექნოლოგიები; კოლხეთის დამშრობი სისტემების მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციისთვის გასაწევი დანახარჯების ნომენკლატურა და მათი გაანგარიშების ნორმები.
ღონისძიების დასასრულს ფორუმის ორგანიზატორებმა სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარებული საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის გამარჯვებული ახალგაზრდები, ასევე, წლევანდელი წყლისა და მყინვარების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა და სტუდენტთა მე-3 ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. გარდა ამისა, ფორუმის მონაწილეებს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პედაგოგებისა და სტუდენტების მიერ ერთობლივი ძალებით გამოცემული საფაკულტეტო ჟურნალის მეორე ექსპერიმენტული გამოშვება გადაეცათ.
მსგავსი
Hacked by CoupDeGrace
Hacked by CoupDeGrace Greetz: Hmei7, BrokenPipe, SimSimi, L4663r666h05t, AntonKil, d3b~x, Index Php, Mdn_Newbie, Sultan Haikal, Brian Kamikaze
Hacked by CoupDeGrace
Hacked by CoupDeGrace Greetz: Hmei7, BrokenPipe, SimSimi, L4663r666h05t, AntonKil, d3b~x, Index Php, Mdn_Newbie, Sultan Haikal, Brian Kamikaze
„გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა “ – სტუ V საერთაშორისო სემინარს უმასპინძლებს
18-22 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარს „გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა“ უმასპინძლებს. სემინარი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბელოსტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, თურქეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტს, ლუბლინის სიცოცხლის მეცნიერებათა შემსწავლელ უნივერსიტეტს და სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ტარდება. სემინარის მიმართულებებია: გარემოსდაცვითი ინჟინერია; წყლის რესურსები; მშენებლობა; ეკოურბანისტიკა. […]
სტუ-ის რექტორმა ხუთი პროფესორი ოქროს მედლებით დააჯილდოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების აღზრდაში შეტანილი სოლიდური წვლილისთვის უნივერსიტეტის ხუთ პროფესორს სტუ-ის ოქროს მედლები და ჯილდოს დამატასტურებელი სიგელები გადასცა. გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გამართული აკადემიური საბჭოს სხდომაზე რექტორმა ოქროს მედლები სამშენებლო ფაკულტეტის ოთხ პროფესორს – გელა ყიფიანს, შახ ბაქანიძეს, ტარიელ […]
სტუ-ის დოქტორანტი – „უნივერსიტეტი სტუდენტებს ცოდნას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას აძლევს”
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა საფუძვლიანი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობა. სტუდენტობის წლებში მონაწილეობა მივიღე არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში, გამოვაქვეყნე სამეცნიერო ნაშრომები და ჩავერთე სხვადასხვა კვლევით პროექტში. უნივერსიტეტმა ხელი შემიწყო პროფესიული და პიროვნული განვითარების გზაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ და სამეცნიერო განვითარებაში. დღეს, როგორც […]
„ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“ – სტუდენტთა IX საერთაშორისო კონფერენცია
14-15 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება სტუდენტთა IX საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“. კონფერენცია ეძღვნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. 14 ივლისი დაეთმობა ბაკალავრების გამოსვლას, სადაც მათ უნდა წარმოადგინონ მოხსენებები დარგში არსებული სიახლეების შესახებ. 15 ივლისს კი, მაგისტრები და დოქტორანტები, მათ სტატიებში სავალდებულოა ასახული იყოს კვლევის საკითხები, რაზედაც ისინი მუშაობენ. […]