სტუ-ის დოქტორანტი – „უნივერსიტეტი სტუდენტებს ცოდნას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას აძლევს”
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა საფუძვლიანი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობა. სტუდენტობის წლებში მონაწილეობა მივიღე არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში, გამოვაქვეყნე სამეცნიერო ნაშრომები და ჩავერთე სხვადასხვა კვლევით პროექტში. უნივერსიტეტმა ხელი შემიწყო პროფესიული და პიროვნული განვითარების გზაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ და სამეცნიერო განვითარებაში. დღეს, როგორც დოქტორანტურის მეორე კურსის სტუდენტი და ჰიდრავლიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ვაგრძელებ საქმიანობას იმ უნივერსიტეტში, რომელმაც მომცა ცოდნა, გამოცდილება და განვითარების შესაძლებლობა”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტი მარი თებიძე აცხადებს.
მერი თებიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურის მეორე კურსის სტუდენტი და სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდრავლიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელია.
როგორც ის აცხადებს, უნივერსიტეტმა მისცა შესაძლებლობა, გაეგრძელებინა სამეცნიერო საქმიანობა და პარალელურად პროფესიული მიმართულებით დასაქმებულიყო.
„კარიერული გზა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტობის პერიოდიდან დაიწყო. თავდაპირველად ვმუშაობდი ლაბორანტად, შემდეგ ინჟინერ-ოპერატორის პოზიციაზე, ხოლო დღეს ჰიდრავლიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ვარ. უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება, მონაწილეობა მიმეღო საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებსა და კვლევით პროექტებში, რაც ჩემი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა. ვსარგებლობ შემთხვევით და ახალგაზრდებს ვურჩევ, აირჩიონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თუ სურთ მიიღონ ხარისხიანი განათლება, ჩაერთონ სამეცნიერო საქმიანობაში და პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობები ჰქონდეთ. უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალებას”. – დოქტორანტი მარი თებიძე
აღსანიშნავია, რომ მარი თებიძე სტუდენტობისას აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში, მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში, სადაც რამდენჯერმე პირველი ადგილი მოიპოვა. არის სხვადასხვა სტიპენდიისა და ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარის საპატიო სიგელის მფლობელი.
მას ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის გეომეცნიერებათა კავშირის გენერალურ ასამბლეაში (EGU24, ვენა), ხოლო მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ და საერთაშორისო გამოცემებში. კვლევითი საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული აქვს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი.
მსგავსი
Hacked by CoupDeGrace
Hacked by CoupDeGrace Greetz: Hmei7, BrokenPipe, SimSimi, L4663r666h05t, AntonKil, d3b~x, Index Php, Mdn_Newbie, Sultan Haikal, Brian Kamikaze
Hacked by CoupDeGrace
Hacked by CoupDeGrace Greetz: Hmei7, BrokenPipe, SimSimi, L4663r666h05t, AntonKil, d3b~x, Index Php, Mdn_Newbie, Sultan Haikal, Brian Kamikaze
„ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“ – სტუდენტთა IX საერთაშორისო კონფერენცია
14-15 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება სტუდენტთა IX საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“. კონფერენცია ეძღვნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. 14 ივლისი დაეთმობა ბაკალავრების გამოსვლას, სადაც მათ უნდა წარმოადგინონ მოხსენებები დარგში არსებული სიახლეების შესახებ. 15 ივლისს კი, მაგისტრები და დოქტორანტები, მათ სტატიებში სავალდებულოა ასახული იყოს კვლევის საკითხები, რაზედაც ისინი მუშაობენ. […]
სტუ-ში გარემოს ინჟინერიის თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი – „გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა” გაიხსნა, რომელშიც ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 100-მდე მეცნიერი და ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობს. სამდღიანი საერთაშორისო სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Bialystok University of Technology, პოლონეთი), ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (University of Life Sciences in Lublin – ULSL, პოლონეთი), სომხეთის […]
სტუ-ის სტუდენტები თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ
„უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით ფასეულია ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული სტუდენტების მხარდაჭერა, მათი მოტივაციის გაძლიერება, მათი შემეცნების სურვილისა და პროფესიონალიზმისკენ სწრაფვის ხელშეწყობა. ეს ამხნევებს სხვა ახალგაზრდებსაც და აძლევს რწმენას, რომ მათი შრომაც აუცილებლად დაფასდება. მსგავსი მიდგომა კი საქართველოს მდგრადი მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის საიუბილეო ღონისძიებაზე […]
„გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა “ – სტუ V საერთაშორისო სემინარს უმასპინძლებს
18-22 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარს „გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა“ უმასპინძლებს. სემინარი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბელოსტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, თურქეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტს, ლუბლინის სიცოცხლის მეცნიერებათა შემსწავლელ უნივერსიტეტს და სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ტარდება. სემინარის მიმართულებებია: გარემოსდაცვითი ინჟინერია; წყლის რესურსები; მშენებლობა; ეკოურბანისტიკა. […]