PTB-ის პროექტის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება სტუ-ში


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, PTB-ის (გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური ინსტიტუტი) პროექტის ფარგლებში, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, ასევე, პროფესიული და პრაქტიკული მნიშვნელობის სამეტაპიანი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება მოიცავდა – PTB-ის მიერ გამოცემული წიგნის – „ხარისხის გლობალური გამოწვევის გადაჭრის გზა – ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა“ პრეზენტაციას, ასევე, 4-9 მაისს გერმანიაში გამართულ სასწავლო ვიზიტის – „თანამშრომლობა აკადემიურ წრეებსა და კერძო სექტორს შორის – გზა ინოვაციისკენ“ გამოცდილების პრეზენტაციას, რომელიც PTB-ის მიერ იყო ორგანიზებული, გარდა ამისა, სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის თერმული წინაღობის ლაბორატორიის განახლებული სისტემისა და აღჭურვილობის წარდგენას.

ღონისძიებაში, რომელიც გახსნა სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, მონაწილეობდნენ უნივერსიტეტების აკადემიური წრის წარმომადგენლები, ხარისხის ინფრასტრუქტურის ინსტიტუტების სპეციალისტები, სამშენებლო მასალების მწარმოებლები, სამშენებლო კომპანიებისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური ინსტიტუტის (PTB) წარმომადგენლები და ექსპერტები, მათ შორის: დოქტორი კლემენს სანეტრა – PTB-ის ექსპერტი და წიგნის ავტორი; ლორა დონათი – PTB-ის პროექტის კოორდინატორი; კეია ჩოუდჰური – PTB-ის კონსულტანტი; დოქტორი ნოდარ ხატიაშვილი – წიგნის ქართული გამოცემის ტექნიკური რედაქტორი.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ სასწავლო ტურში კი მონაწილეობდნენ: ნინო ბახტაძე, მარი თებიძე – სამშენებლო ფაკულტეტი, თემურ მიქიაშვილი – ენერგეტიკის ფაკულტეტი; ნათელა ძებისაშვილი – აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი.

Untitled design (3).png

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რადგან სწორედ უნივერსიტეტი წარმოადგენს იმ აკადემიურ სივრცეს, სადაც მიმდინარეობს ხარისხის ინფრასტრუქტურის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების მიმართულებით ცოდნის გავრცელება, კვლევების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება.

როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, წიგნი – „ხარისხის გლობალური გამოწვევის გადაჭრის გზა – ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა“, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსს წარმოადგენს.

„ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მეცნიერების, განათლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანული გამოცდილების გაზიარება აკადემიურ წრეებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ინოვაციების განვითარებას, ცოდნის ტრანსფერსა და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული კადრების მომზადებას. ღონისძიების მნიშვნელობა მრავალმხრივია.

იგი ხელს უწყობს: ხარისხის ინფრასტრუქტურის საკითხების პოპულარიზაციას; უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას; საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას; სტუდენტების პრაქტიკულ და პროფესიულ განვითარებას; თანამედროვე ლაბორატორიული შესაძლებლობების წარმოჩენას; სამშენებლო მასალების სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას. წიგნი კი წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმძღვანელო მასალას ხარისხის ინფრასტრუქტურის სისტემის უკეთ გააზრებისა და პრაქტიკაში გამოყენებისთვის”. – პროფესორი  თამარ ლომინაძე

ღონისძიება განხორციელდა PTB-ის პროექტის – „ხარისხის ინფრასტრუქტურის მომსახურების გაძლიერება დამატებული ღირებულების, პროდუქტიულობისა და ინოვაციისთვის“, ფარგლებში, რომელიც ფინანსდება გერმანიის ფედერალური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ.


სიახლეებში დაბრუნება


მსგავსი

Placeholder
Uncategorized

სტუ-ის სტუდენტები თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ

„უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით ფასეულია ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული სტუდენტების მხარდაჭერა, მათი მოტივაციის გაძლიერება, მათი შემეცნების სურვილისა და პროფესიონალიზმისკენ სწრაფვის ხელშეწყობა. ეს ამხნევებს სხვა ახალგაზრდებსაც და აძლევს რწმენას, რომ მათი შრომაც აუცილებლად დაფასდება. მსგავსი მიდგომა კი საქართველოს მდგრადი მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის საიუბილეო ღონისძიებაზე […]

Placeholder
Uncategorized

„გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა “ – სტუ V საერთაშორისო სემინარს უმასპინძლებს

18-22 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარს „გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა“ უმასპინძლებს. სემინარი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბელოსტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, თურქეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტს, ლუბლინის სიცოცხლის მეცნიერებათა შემსწავლელ უნივერსიტეტს და სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ტარდება. სემინარის მიმართულებებია: გარემოსდაცვითი ინჟინერია; წყლის რესურსები; მშენებლობა; ეკოურბანისტიკა. […]

Placeholder
Uncategorized

წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ფორუმი სტუ-ში

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველწლიურად აღვნიშნავთ წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღეს. ეს არის თარიღი, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც გარემოსდაცვითი, ასევე, კაცობრიობის მდგრადი განვითარების მიმართულებით. წყალი არის სიცოცხლის საფუძველი, ცივილიზაციის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა და სტრატეგიული რესურსი, რომლის მართვაც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. კლიმატის ცვლილება, ურბანიზაციის ზრდა, წყლის რესურსების არარაციონალური გამოყენება და დაბინძურება ის […]

Placeholder
Uncategorized

სტუ-ის რექტორმა ხუთი პროფესორი ოქროს მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების აღზრდაში შეტანილი სოლიდური წვლილისთვის უნივერსიტეტის ხუთ პროფესორს სტუ-ის ოქროს მედლები და ჯილდოს დამატასტურებელი სიგელები გადასცა.  გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გამართული აკადემიური საბჭოს სხდომაზე რექტორმა ოქროს მედლები სამშენებლო ფაკულტეტის ოთხ პროფესორს – გელა ყიფიანს, შახ ბაქანიძეს, ტარიელ […]

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?