რექტორმა ღვაწლმოსილ მკვლევრებს უნივერსიტეტის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომი გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ღვაწლმოსილ მეცნიერ-მკვლევრებსა და პროფესორებს სტუ-ის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომი გადასცა. უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და მეცნიერებაში შეტანილი სოლიდური წვლილისთვის სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლებს, პროფესორებს – ცისანა ბასილაშვილსა და ელიზბარ ელიზბარაშვილს, ასევე, სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევარსა და პედაგოგს – პროფესორ შოთა მესტვირიშვილს საქართველოს […]